loader

ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს

სააგენტო როიტერი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს მორიგ ფრაგმენტს ავრცელებს.

"რუსეთმა საშინელი აგრესია გამოამჟღავნა აგვისტოს მოვლენების დროს და პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია. ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ გავექცევით და იძულებული ვიქნებით, დავიწყოთ ურთიერთობის დალაგება რუსეთთან, რაშიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამის პოზიციას დაიკავებს ამერიკა და ევროპა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელ ქმედებას რუსეთის მხრიდან "კიდევ უფრო გაუაზრებელი ქმედება დახვდა"

ივანიშვილის განცხადებით, მან უკვე დაიწყო მუშაობა საქართველოში არსებულ ექსპერტთა ჯგუფებთან არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე, არამედ მთლიანად საქართველოს მომავალი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის.
"მათთან ერთად მივაღწევ, მოვძებნოთ ოპტიმალური გზა საქართველოს განვითარებისა, მათ შორის გლობალურ პოლიტიკაში, ისევე როგორც შიდა პოლიტიკაში და ეკონომიკაში", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა სამინისტროებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში შესაძლო საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე.
"საშუალო რგოლი, მაგალითად, მინისტრების მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები ან რიგითი თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ეს ხალხი დღეს სამსახურშია და სხვა არჩევანი არ აქვთ. მათ შორის ბევრი სპეციალისტი და ბევრი პროფესიონალია. მე არ ვაპირებ სამინისტროების დარბევას, დაშლას და დანგრევას. მოხდება რეკონსტრუქციები და გარდაქმნები, მაგრამ მე ასე წარმომიდგენია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა თავის ადგილებს შეინარჩუნებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

ასევე იხილეთ: ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ - ვრცელი ვერსია
ივანიშვილმა "როიტერს" საქართველოს მოქალაქის პასპორტი აჩვენა.