კადრები აფხაზური ქორწილიდან, სადაც სროლისას 2 ადამიანი დაიჭრა - "ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა... კაცი კი გადარჩება, მაგრამ ეტლით მოუწევს გადაადგილება"
ოკუპირებულ სოხუმში, საბანკეტო დარბაზში Абырлаш უმისამართო სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ინტერნეტ-გამოცემა Apsadgil.info-ს ცნობით, შემთვევა გუშინ, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, რა დროსაც დარბაზში ქორწილი იმართებოდა და სტუმრებმა დღესასწაულის აღსანიშნად ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღიდან ისროლეს.
ინცინდენტის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, 60 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალბატონი, რომელიც ადგილობრივების თქმით, ფეხძმიმედ იყო. ორივე დაჭრილი სოხუმის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ადგილობრივი "შსს-ს" ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, “ამ დრომდე იძებნება აფხაზეთში დაბადებული 33 წლის ხაგუშ ალხასი, რომელსაც ეკუთვნის იარაღი, საიდანაც საბანკეტო დარბაზში გასროლა მოხდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება”, - წერს აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს პრესსამსახური...
კადრებს სოციალურ ქსელში David Zhvania ავრცელებს.
იხილეთ ვრცლად ambebi.ge-ზე