ნარკოდამოკიდებული პიროვნება იტყვის, რატომ უნდა ვიარო მე ფონიჭალაში?... რა პასუხს ვაძლევთ ჩვენ? წეროები მოგიტანთ თბილი ქვეყნებიდან ამ ნარკოტიკებს? - დეკანოზი დავით ისაკაძე
სასულიერო პირები საპარლამენტო უმრავლესობას მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. ამის შესახებ კიკეთის ეკლესიის წინაძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
კერძოდ, სასულიერო პირების რეკომენდაციები ასეთია: მოხმარებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 21 წლიდან უფრო მაღალ ასაკამდე განისაზღვროს და შეიქმნას სპეციალური რეესტრი, რომელშიც ის ადამიანები დარეგისტრირდებიან, ვისაც მარიხუანას მოხმარების სურვილი ექნება პირად სივრცეში.