loader

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ფრი ისე, რომ სასარგებლო იყოს - ახალი კვლევა, რომელიც ბევრ მშობელს გაახარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ფრი ისე, რომ სასარგებლო იყოს - ახალი კვლევა, რომელიც ბევრ მშობელს გაახარებს

დამკვიდრებული აზრია, რომ მოხარშული კარტოფილი შემწვარზე უფრო სასარგებლოა, ხოლო კარტოფილი ფრი - ერთ-ერთი ყველაზე მავნე კერძია ამქვეყნად. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომ შემწვარი კარტოფილი მოხარშულზე სასარგებლოც კი შეიძლება იყოს, თუ ელემენტარული წესები იქნება დაცული მისი მომზადების დროს. ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა გაერკვიათ, ბოსტნეულის მომზადების სხვადასხვა მეთოდი როგორ გავლენას ახდენს მათში პოლიფენოლების შემცველობაზე - ძლიერი ანტიოქსიდანტების, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს.

ექსპერიმენტის დროს კარტოფილს, ხახვს, ბადრიჯანს, წიწაკას ხარშავდნენ, თუშავდნენ და წვავდნენ ზეითუნის ზეთში, მერე კი ადარებდნენ, რომელ ბოსტნეულში შენარჩუნდა ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება. კვლევამ აჩვენა,რომ ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი იმ ბოსტნეულში შენარჩუნდა, რომლებიც ზეითუნის ზეთში შეწვეს. საქმე ისაა, რომ მოხარშვის შედეგად პოლიფენოლები და სხვა ნივთიერებები ნახარშში გადაინაცვლებს, ზეითუნის ზეთში შეწვისას კი არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ ერთიანდება იმ სასარგებლო ნივთიერებებთან, რომლებსაც თავად ეს ზეთი შეიცავს. კარტოფილი ფრი, ზეითუნის ზეთში მომზადებული, ნამდვილად
სასარგებლოა. ამიტომ ხშირად მოუმზადეთ თქვენს შვილებს, ოღონდ თავადვე და სწორად. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად არ ავნებთ.