loader

ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქრუაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი - "ბიჭო, უჩამ ხომ არ მოგვიშორა-მეთქი?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქრუაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი - "ბიჭო, უჩამ ხომ არ მოგვიშორა-მეთქი?"

"კურიერს" კონფიდენციალურმა წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ესაუბრებიან. ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ მამაცაშვილი "ომეგა ჯგუფის" პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ "ომეგა ჯგუფის" მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.

ლევან ყიფიანი კამერებს ამ დრომდე ემალება. სპორტის ყოფილი მინისტრი არ აკეთებს განმარტებებს, ვისი დავალებით მართავდა შეხვედრებს ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელთან და ტელევიზიის დათმობას სთხოვდა. ყიფიანის ნაცვლად, დღეს "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიის" მფლობელებს მთავრობის წევრებმა უპასუხეს. ფინანსთა მინისტრმა მათ განცხადებებს სამარცხვინო უწოდა.