loader

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხორავას ქუჩის მკვლელობის გამო, თანამდებობა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხორავას ქუჩის მკვლელობის გამო, თანამდებობა დატოვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხორავას ქუჩაზე მკვლელობა დაასახელა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო. როგორ ხათუნა ბარაბაძე ამბობს, მას სკოლის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა სკოლისა და მოსწავლეების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და ამის გამო დირექტორად ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩა.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის მოვალეობას ხათუნა ბარაბაძის მოადგილე ქეთევან მიქანაძე ასრულებს. ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.