ორი კითხვა, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თეა წულუკიანს ხორავას საქმეზე დაუსვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, კომისიის წევრებმა, გარდა ოთარ კახიძისა, კითხვები არ დაუსვეს.
საგამოძიებო კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან აღნიშნეს, რომ კომისიის ფარგლებში თეა წულუკიანის დაბარების აზრს თავიდანვე ვერ ხედავდნენ და კითხვებისთვის ასპარეზი საპარლამენტო უმცირესობას დაუთმეს. საგამოძიებო კომისიის წევრებმა "ევროპული საქართველოდან" თეა წულუკიანს ასევე არ დაუსვეს კითხვები. ერთადერთი გამონაკლისი იყო ოთარ კახიძე, რომელიც დაინტერესდა იცნობს თუ წულუკიანი მირზა სუბელიანს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.
ასევე დაგაინტერესებთ: შეკამათება შს მინისტრსა და საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს შორის