ძაღლი ბათურა, რომელიც მაშველად მუშაობს - რა გზა გაიარა ინტერნეტვარსკვლავმა, ვიდრე ის მაშველი გახდებოდა
ბათუმის ზღვისპირეთის ახალი "მაშველი" ძაღლი, ბათურა სრულიად "სოციალური ქსელის" ვარსკვლავი გახდა. ვიდეოს, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა, "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი აზიარებს.
როგორც გაირკვა, ბათურა 32 წლის მაშველმა გოდერძი გოგიშვილმა რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქუჩაში იპოვა. ძაღლი ახალგაცნობილ მეგობარს თავიდანვე მიეკედლა და აღარ ჩამოშორებია. მაშველმა ძაღლის გაწვრთნა დაიწყო, რამდენიმე თვეში მას მაშველის ინსტინქტები გამოუმუშავდა და ახლა ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.
Ambebi.ge გოდერძი გოგიშვილს ესაუბრა:
"ორი თვეა სანაპიროზე მაშველად ვმუშაობ. ამ სამსახურში მუშაობა წელს დავიწყე.საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში დილიდან გვიან ღამემდე ვმუშაობ. ოთხფეხა მეგობარი სანაპიროზე ვიპოვე, ორი თვეა ჩემთან იმყოფება, ყავს თუ არა პატრონი არ ვიცი. ამ დრომდე არ გამოჩენილა. კარგი მეგობარია და ადამიანები უყვარს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე მისთვის სამაშველო წესები მესწავლებინა - როდესაც წყალში შევდიოდი და ადამიანების გადარჩენას ვცდილობდი ვაკვირდებოდი, რომ უკან მომდევდა ზღვაში. ეს რომ შევნიშნე გადავწყვიტე, მისთვის ადამიანების გადარჩენა მესწავლებინა. უკვე იცის, თუ როგორ შეიძლება სამაშველო ინვენტარი წყალში მოგაწოდოს. ჯერჯერობით სწავლის რეჟიმში ვართ",- ამბობს მაშველი გოდერძი გოგიშვილი ჩვენთან საუბრისას.
ავტორი: მარიკო კეკელიძე