loader

რუსეთიდან გაპარული სელაპი მიშიკო ქობულეთში გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთიდან გაპარული სელაპი მიშიკო ქობულეთში გამოჩნდა

რუსეთის ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გაპარული სელაპი მიშიკო ქობულეთში დააფიქსირეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სელაპის ქცევასა და გადაადგილებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი აკვირდება.

უფროსის არჩილ გუჩმანიძის თქმით, სელაპი რამდენიმე დღის წინ ანაკლიასა და მანამდე ფოთისწყლებშიც დაფიქსირდა.რუსეთიდან გაპარვის შემდეგ მიშიკო ოკუპირებულ აფხაზეთში დაიჭირეს და ცოტა ხნით ბიჭვინთაში ჰყავდათ. იქიდან გაპარვის შემდეგ კი, შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში იმყოფება.