დავით ბერძენიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი და პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი დღეს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.
როგორც "პალიტრა ტვ"-ს დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის მიწვევით, თბილისში, ბიზნესმენის რეზიდენციაში შედგა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.
ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოწადინებულია, რომ "რესპუბლიკურ პარტიასთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" ძლიერი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციები დაიწყოს. მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიების შეფასებაში "რესპუბლიკელები" და ბიძინა ივანიშვილი მსგავს პოზიციებზე არიან.
"შევხვდით ბიძინა ივანიშვილს. დავით უსუფაშვილი არ იმყოფებოდა საქართველოში, ამიტომ მე და პაატა ზაქარეიშვილი წარმოვადგენდით "რესპუბლიკურ პარტიას". შეხვედრაზე ითქვა, რომ თუ სამომავლოდ "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და ბიძინა ივანიშვილი მიაღწევენ შეთანხმებას, მაშინ უკვე ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა პოლიტიკური ჯგუფების ამ პოლიტიკურ ძალაში მოწვევის თაობაზე", _ განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილი ბიზნესმენთან პირველ შეხვედრას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყებად შესაძლებლობები გაჩნდა.