loader

პლასტმასის ბოთლების ტალღები დომინიკის რესპუბლიკის სანაპიროზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პლასტმასის ბოთლების ტალღები დომინიკის რესპუბლიკის სანაპიროზე

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს პლასტმასის ბოთლების ტალღები დომინიკის რესპუბლიკის სანაპიროზე. "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, კადრები ქვეყნის დედაქალაქში, სანტო დომინგოში, მონტენსინოს პლაჟზეა გადაღებული.

გარემოს დამცველები ჯარისკაცებთან, პოლიციასთან და ქალაქის მერიის თანამშრომლებთან ერთად ცდილობენ, სანაპირო გაწმინდონ. სამუშაოებში საჯარო სამსახურების 500-მდე თანამშრომელია ჩართული.

სამდღიანი შრომის შემდეგ აქტივისტებმა 30 ტონა პლასტმასი მოაგროვეს, თუმცა ნაგავი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.