loader

"რომელი უფრო მაგარია: ასი ცხვარი თუ ერთი მგელი? - მაგასაც დავანახებთ" - დავით ჭიჭინაძის პირველი კომენტარი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომელი უფრო მაგარია: ასი ცხვარი თუ ერთი მგელი? - მაგასაც დავანახებთ" - დავით ჭიჭინაძის პირველი კომენტარი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შემდეგ

„ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“ - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ასევე იხილეთ: ის, რომ პროცენტს იხდის სახელმწიფო, ამ პროგრამის ნაწილია - დავით ჭიჭინაძე განმარტავს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

კვირიკაშვილი 9 თვე არ მელაპარაკებოდა - დავით ჭიჭინაძე

"ქართული ოცნება" ინტრიგანულ ორგანოდ გადაიქცა... სკამებისთვის ერთმანეთს ხოცავენ" - დავით ჭიჭინაძე

სკოლიდანაც გამრიცხეს, მაგრამ ცხოვრების გზა მაინც გავიკვლიე - დავით ჭიჭინაძე

სად იყო დავით ჭიჭინაძე, როცა მე "ქართულ ოცნებას" ვაკრიტიკებდი - ზაქარია ქუცნაშვილი