პრინც ლუის ნათლობა მეგანისა და ქეითის კაბებმა დაჩრდილა
კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მესამე შვილი მონათლეს. Hello წერს, რომ სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის, ლუის ნათლობა წმინდა ჯეიმსის სახელობის ეკლესიაში შედგა. ცერემონიალს, სხვა სტუმრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი, კამილა პარკერი, ჰარი, მეგანი...
ლუის 6 ნათლია ჰყავს. ისინი ქეითისა და უილიამის მეგობრები არიან.
თუმცა, ნათლობაზე არ იმყოფებოდნენ დედოფალი და პრინცი ფილიპი. ისინი ნორფოლკიდან ლონდონში დაბრუნდნენ და დატვირთული კვირისთვის ემზადებიან. შვილის ნათლობის ცერემონიალზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ქეით მიდლტონი, რომელსაც, ჯორჯისა და შარლოტას ნათლობების მსგავსად, ღია ფერის კაბა ეცვა, რომელიც მისმა საყვარელმა დიზაინერმა ალექსანდრ მაკქუინმა შექმნა.
ასევე არანაკლებ მომხიბვლელად გამოიყურებოდა მეგან მარკლი. ის წმინდა ჯეიმსის სახელობის ეკლესიაში, სადაც მარტში თავადაც მოინათლა, პრინც ჰარისთან ერთად შევიდა. მეგანს რალფ ლორენის კაბა ეცვა.