გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს ევაკუაციისთვის ამზადებენ - ტალახითა და წყლით დაფარული გვირაბები მათ გამოყვანას კიდევ უფრო ართულებს
ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვები, მდგომარეობის გათვალისწინებით, თავს კარგად გრძნობენ. BBC ფეხბურთელების გუნდის ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ბიჭები ფოლგის მოსასხამებში არიან გახვეულნი და ამბობენ, რომ ჯანმრთელად არიან.
ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოსაყვანად მაშველები რამდენიმე გეგმაზე მუშაობენ. ტალახითა და წყლით დაფარული გვირაბები, სადაც ბიჭებს გავლა მოუწევთ, ძალიან ვიწროა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის წარმომადგენელმა ნარონგსაკ ოსოტანაკორნმა განაცხადა, რომ ბავშვების გამოყვანა ამ ეტაპზე ძალიან რთულია. ის ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის იქნება შესაძლებელი ფეხბურთელების ევაკუაცია.
უკვე 36 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა მყვინთავებმა გაუჩინარებულ ბავშვებს გამოქვაბულში მიაგნეს. ამის მიუხედავად, ბიჭების გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ევაკუაციის შემთხვევაში ფეხბურთელებს, რომლების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, ხანგრძლივი და სახიფათო ყვინთვა ელით. ბავშვებთან ერთად იმყოფება მათი 25 წლის მწვრთნელიც. გამოქვაბულში გადაადგილება გამოცდილი მყვინთავებისთვისაც კი საკმაოდ რთულია - მათ შორის, სპეციალურად მომზადებული ექიმისა და ექთნისთვის, რომლებმაც სამშაბათს ღამე ბავშვებთან და მწვრთნელთან ერთად გაატარეს.
ასევე დაგაინტერესებთ: უცნაური ისტორია, რომელიც 12 მოზარდსა და მათ მწვრთნელს გადახდა თავს
ტაილანდში გამოქვაბულში დაკარგულ საფეხბურთო გუნდის წევრებსა და მათ მწვრთნელს უკვე მესამე დღეა ეძებენ