სულხან-საბას საფლავის მდგომარეობაზე კულტურის სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ
რუსეთში, დაბა ვსესვიატკოეში, სულხან-საბა ორბელიანის საფლავის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროში არ ფლობენ.
როგორც "პალიტრა ტვ"-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მსგავსი ინფორმაციით სამინისტროსთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად, ამის შესახებ მათთვის უცნობი იყო, თუმცა შეეცდებიან საქმის ვითარებაში გარკვევას.
სამინისტროსგან განსხვავებით, ვითარებაში გარკვევის საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენლები.
"პალიტრა ტვ"-თან საუბრისას ქართული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა, გიორგი ბუაჩიძემ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ უფლება პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეთ რუსეთის მხარესთან, რის გამოც, აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმეს გარკვევა გაჭირდება.
რუსულმა მედიასაშუალებებმა 6 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბაგრატიონთა უძველეს საფლავს რუსეთში, დაბა ვსესვიატკოეში საფრთხე ემუქრება. დარეჯან დედოფლის მიერ აგებულ ყველაწმინდას სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი და სხვა ქართველი მოღვაწენი არიან დაკრძალულნი, მოსკოველმა მაღალჩინოსნებმა უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს.
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ერთსართულიან ბეტონის ნაგებობებზე არავითარი სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ტაძარი რუსეთის ფედერაციის დაცული ძეგლების ნუსხაშია, ამიტომ მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტმა შენობების აღების გადაწყვეტილება მიიღო და ობიექტის მეპატრონეს მის ასაღებად ვადა 21 ნოემბრამდე მისცა.
ტაძარი ვსესვიატკოეში მეფე არჩილ მეორის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ძალისხმევით 1733-1736 წლებში აშენდა. ის მამასთან ერთად საქართველოდან რუსეთში იყო გადახვეწილი და ერთი წელი ვსესვიატსკოეში ცხოვრობდა.
ტაძარში ღვთისმსახურება ქართულად აღევლინებოდა.იქვეა სასაფლაოც, სადაც დაკრძალულნი არიან ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენლები და სხვა ქართველი დიდგვაროვნები. მათ შორის, სულხან-საბა ორბელიანი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის მამა, იოანე ბაგრატიონი.
სასაფლაო რუსეთის მთავრობის განკარგულებით 1982 წელს ოფიციალურად გაუქმდა, თუმცა დღემდე შემორჩენილია საფლავის ქვები და მონუმენტი, რომელიც პეტრე ბაგრატიონმა მამამისის საფლავზე აღმართა.