ქართველთა გენოციდი, სოხუმი, ბებო გენაცვალოს... - დემნა გვასალიას კოლექციამ ქართული საზოგადოება აღაფრთოვანა
წუხელ დემნა გვასალიამ Vetements-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც მისთვის ყველაზე პერსონალურ ჩვენებად იქცა. დემნას შთაგონებად 1992 წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქართველთა გენოციდი იქცა. სპეციალური QR კოდი, რომელიც კოლექციის ყველა ნამუშევარზე იქნება მიბმული, მომხმარებელს ვიკიპედიის გვერდზე გადაიყვანს, რომელიც საზოგადოებას ქართველთა გენოციდის შესახებ გააცნობს ინფორმაციას.