იპოვეთ ”10 შეცდომა” Google Map-ის საქართველოს რუკაზე
Google Map-ის მსოფლიო რუკაზე საქართველო თეთრ ლაქას აღარ წარმოადგენს.საძიებო სისტემაში სივრცობრივი მონაცემები უკვე განთავსდა _ საჯარო რეესტრის ეს განცხადება "ინტერპრესნიუსმა" 10 ოქტომბერს გააკეთა.
თუმცა ამბები.გე -ს რედაქციამ რუკაზე რამდენიმე უხეში შეცდომა აღმოაჩინა
მაგალითად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალს სოფელ იგოეთთან რამდენიმეკილომეტრიანი წყვეტა აქვს . საკმაოდ დიდი სოფელი, ნატახტარი (დიდი საწარმოების რაოდენობის მიხედვით უმნიშვნელოვანესი სოფელი საქართველოში) საერთოდ არ არის რუკაზე დატანილი . ნატახტარი-წილკანი-მუხრანის გზის აღნიშვნაზე ნატახტარის ნაცვლად ნატანები წერია. არადა ნატანები ამ ადგილიდან სამასი კილომეტრით არის დაშორებული და გურიაში მდებარეობს.
რუკაზე არ არის აღნიშნული და საერთოდ არ იძებნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტურისტული ცენტრი - გუდაური
არის შეცდომები დედაქალაქის ქუჩების აღნიშვნაშიც. ტურისტებისთვის საინტერესო ძველ თბილისში მდებარე ლესელიძის ქუჩის ნაწილს, ვერცხლის ქუჩა აწერია.
"გვინდა შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მართლაც საჭირო საქმეში და საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურს არსებული უზუსტობების შესახებ შევატყობინოთ. ამისთვის მოგიწოდებთ, გადახედოთ Google Map-ზე თქვენთვის ცნობილ ტერიტორიებს, ქუჩებს, ქალაქებს, სოფლებს... აღმოაჩინეთ შეცდომები და მოგვწერეთ კომენტარები . ჩვენ ყველა შეცდომას გადავამოწმებთ და რუკის შემქმნელებს შევატყობინებთ_ნათქვამია ამბები.გე-ს რედაქციის განცხადებაში.