წყალში მოცურავე მანქანები და დატბორილი ქუჩები - რა ხდება ამჟამად ანკარაში
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, წყალმა 100-ზე მეტი ავტომობილი წაიღო. ანკარას მერის მუსტაფა თუნას განცხადებით, მსგავსი წყალდიდობა ანკარაში არასდროს ყოფილა.
"6 ადამიანი დაშავდა, დაღუპულები არ გვყავს. მატერიალური ზიანი ძალიან სერიოზულია. ასეთი წყალდიდობა ჯერ არ მომხდარა", - განაცხადა თუნამ.
თურქი მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ძლიერი წვიმა ანკარაში კიდევ 3 დღე გაგრძელდება.