"სამი შვილი დარჩა ობლად, რა მეშველება, არ ვიცი..." - მინდელის შახტასთან გარდაცვლილების ახლობლები იმყოფებიან
შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ამოიყვანეს. დაღუპულთა ცხედრები ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
გარდაცვლილი მაღაროელის და: "ჩემო ერთადერთო..." - მძიმე კადრები ტყიბულის შახტიდან, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა
იყავი პირველი!