"რუსეთი ამჟღავნებს აშკარა უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ" - ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეო რუსეთის აგრესიაზე
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის აგრესიული ქმედებები ქრონოლოგიურად არის ნაჩვენები. ჩამონათვალში 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილი ქმედებებიც მოხვდა.