გახსოვთ "ნიკიტაში" მაიკის როლის შემსრულებელი როი დიუპუი? ნახეთ, როგორ შეიცვალა მსახიობი წლების შემდეგ
"ნიკიტა" კანადური ტელესერიალია, რომელიც ფრანგი რეჟისორის ლუკ ბესონის მიერ გადაღებული იგივე სახელწოდების ფილმის მოტივებზე არის შექმნილი. სერიალი 1997 წელს გაეშვა სატელევიზიო ეთრში და საქართველოში უამრავი ადამიანის გულიც დაიპყრო. თუკი მამაკაცები ნიკიტას როლის შემსრულებელი პეტა უილსონით იყვნენ აღფრთოვანებულები, ქალებს საკუთარი გულთამპყრობელი ჰყავდათ, როი დიუპუის სახით.