"გამიჩნდა ნამდვილი საბუთი, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს" - მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მისცეს
ამსტერდამში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ხელში საბუთი უკავია.
"ამსტერდამში, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამიჩნდა ნამდვილი საბუთი, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე პირადობის დამადასტურებელი საბუთი გადმომცეს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს. მთლიან პროცედურას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, მაგრამ მე, როგორც არასდროს, მტკიცედ ვარ განწყობილი, დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.