loader

მომაკვდინებელი სათამაშო - თბილისის მაღაზიებიდან ე.წ. ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომაკვდინებელი სათამაშო - თბილისის მაღაზიებიდან ე.წ. ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა ამოიღეს

მომაკვდინებელი სათამაშო, რომელიც ბოლო დასკვნის მიხედვით, მომწამვლელი ნივთიერების დასაშვებზე 29-ჯერ მეტ დოზას შეიცავს - თბილისის მაღაზიებიდან უკვე ამოღებულია მაგნიტური ჟელეს, ე.წ. მაგნიტური ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა.

კვლევებით დადგინდა, რომ მაგნიტური ჟელე, ე.წ. ტყლარწი სიცოცხლისთვის საშიშია და მისი მცირე რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა ჯერ მწვავე ინტოქსიკაციას, გართულების შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევს.

დღეს ბაზარზე სათამაშო ჟელეს, იგივე ტყლარწის რამდენიმე სახეობა იყიდება. სპეციალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს მაგნიტური ჟელე, რომლის შემადგენლობაშიც რკინის ნაწილაკები შედის. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერება დარიშხანის სახიფათო დოზას შეიცავდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.