სააკაშვილს რეაქცია, როცა მას შინაპატიმრობა შეეფარდა
კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეეფარდა.
მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
ესენი მოსამართლეები კი არა, გაყიდული არსებები არიან. თქვენ ხედავთ, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შეფასებისას.
"მათ არ უნდათ მე რომ გადავადგილდებოდე, მაგრამ არ გამოუვათ ეს. უახლოეს დღეებში ჩვენს მარშს გამოვაცხადებთ, რათა იმ ადამიანის იმპიჩმენტს მივაღწიოთ, ვინც უღალატა მაიდნის იდეალებს. მინდა ყველას ვუთხრა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ მოუწევთ ხელისუფლება დათმონ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს აქ მოვიდა. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ", - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.