loader

დონალდ ტრამპი: "ბინძური" ქვეყნებიდან მიგრანტები აშშ-ს არ სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპი: "ბინძური" ქვეყნებიდან მიგრანტები აშშ-ს არ სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, "ბინძურ ხვრელებად"("s---hole countries") მოიხსენია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN შეხვედრაზე მყოფ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, როდესაც "დემოკრატმა" სენატორმა დიკ დურბინმა იმიგრაციის პრობლემის განხილვისას ჰაიტი ახსენა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თუ რატომ უნდა სურდეს ვინმეს, რომ აშშ-ში ჰაიტიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტები ჩადიოდნენ და აღნიშნულ ქვეყნებს "ბინძური ხვრელი" უწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში ისეთი ქვეყნიდან უნდა ჩადიოდნენ მიგრანტები, როგორიც არის ნორვეგია.

აღნიშნული ინფორმაცია თეთრ სახლში არ უარყვეს. თეთრი სახლის წარმომადგენლის, რაჯ შაჰის განცხადებით, პრეზიდენტს სურს, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, რის შედეგადაც, აშშ ძლიერი გახდება იმით, რომ მიიღებს მათ, ვისაც შეუძლია საზოგადოებას სარგებელი მოუტანოს და ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას.