loader

პატრიარქს თოდუას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა – რას ამბობს პატრიარქის ექიმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქს თოდუას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა – რას ამბობს პატრიარქის ექიმი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს თოდუას კლინიკაში პროფილაქტიკური კვლევა ჩაუტარდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოში განუცხადეს, ”არსებითი და საგანგებო არაფერი ხდება”.

თავის მხრივ, პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

”ერთი კვირის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ეს გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან პატრიარქი იყო გაციებული და იყო ბრონქიტის ეპიზოდი, გადმოვწიეთ ეს გეგმიური გამოკვლევა. ყველაფერი კარგად გაკეთდა, გამოკვლევის შედეგები ძალიან კარგია. პატრიარქი ძალიან კარგად არის. თოდუას კლინიკა უკვე დავტოვეთ და ახლა საპატრიარქოში მივდივართ”, - განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.