loader

ივანკა ტრამპი ახალი წლის წვეულებაზე დევიდ კომას კაბით წარსდგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანკა ტრამპი ახალი წლის წვეულებაზე დევიდ კომას კაბით წარსდგა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის დადგომა პომპეზური წვეულებით აღნიშნა. პრეზიდენტმა სტუმრები ფლორიდაში, პალმ ბიჩზე მილიარდერების უბანში მდებარე ტრამპების სასახლეში მიიწვია. წინასაახალწლო წვეულებას მარ-ა-ლაგოში ასობით სტუმარი ესწრებოდა, რომლებმაც ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთში 600-750 დოლარი გადაიხადეს.

საახალწლო წვეულებაზე მიწვეულნი იყვნენ ტრამპის უფროსი შვილებიც, მათ შორის ივანკა ტრამპი მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან და შვილებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ფავორიტი ქალიშვილი, ქართველი დიზაინერის დევიდ კომას (დავით კომახიძე) კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.