loader

უახლესი ინფორმაცია პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განაცხადა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა შედეგი ჯერჯერობით, არ არის. მან შვილი დღეს, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. მაჩალიკაშვილი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახი დაჭრილის გერმანიაში ან თურქეთში გადაყვანას აპირებს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება არ შეიძლება.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.


ექიმები იმედს არ გვაძლევენ - პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი მაჩალიკაშვილის მამა რეანიმაციაში შვილის მონახულების შემდეგ

ალბათ, მისამართი შეეშალათ - პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი მაჩალიკაშვილის მამა

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა": თუ ჩემი შვილი ეჭვმიტანილი იყო, დაებარებინათ, ჩემი ხელით მივუყვანდი"