loader

რა ხდებოდა ირანში, სანამ მთელი მსოფლიო ახალი წლის დადგომას აღნიშნავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ირანში, სანამ მთელი მსოფლიო ახალი წლის დადგომას აღნიშნავდა

ირანის ქალაქ მაშჰადში ხუთშაბათს, 28 დეკემბერს გამართული აქცია, რომლის მონაწილეებიც ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიტიკურ გამოსვლებში გადაიზარდა და ირანის მრავალ რეგიონს მოედო. ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის განცხადებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან. ამის შესახებ სააგენტო "ტასნიმი" იუწყება.

საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, 6 ადამიანი ისპაანის პროვინციის ქალაქ კაჰდარიჯანის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას დაიღუპა, როდესაც მომიტინგეები იარაღის წაღებას ცდილობდნენ. ქალარ ჰომეინიშეჰრში 11 წლის გოგონა და 20 წლის მამაკაცი, ქალაქ ნეჯეფაბადში კი "ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის" წევრი დაიღუპა.

თეირანის გუბერნატორის მოადგილე ალი ასგარ ნასერბახტის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტების დროს მხოლოდ დედაქალაქში 450-მდე ადამიანია დაკავებული.


ეს გოგონა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა