loader

ალა პუგაჩოვამ ჯვარი დაიწერა - კადრები ჯვრისწერიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალა პუგაჩოვამ ჯვარი დაიწერა - კადრები ჯვრისწერიდან

რუსმა პრიმადონამ ალა პუგაჩოვამ და მისმა მეუღლემ მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს. ამის შესახებ ტელეწამყვანმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაწერა და ჯვრისწერის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

"ჩვენს ცხოვრებაში ბედნიერი და ნათელი მოვლენაა. ჯვარი დავიწერეთ!" - წერს გალკინი სოციალურ ქსელში.

მაქსიმ გალკინი ალა პუგაჩოვას მეხუთე ქმარია. 67 წლის პუგაჩოვა და 41 წლის გალკინი უკვე 6 წელია სამოქალაქო ქორწინებაში არიან. წყვილი 2011 წელს დაქორწინდა, 2013 წელს კი სუროგატმა დედამ მათ ტყუპი გაუჩინათ - ჰარი და ელიზავეტა გალკინები.