loader

"პალიტრა L"-ის გრანდიოზული პროექტი მკითხველთან შესახვედრად ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრა L"-ის გრანდიოზული პროექტი მკითხველთან შესახვედრად ემზადება

13 ნოემბრიდან თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შესაძლებლობა გექნებათ, შეიძინოთ "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" სერია და მაღალხარისხიანი ილუსტრაციების მეშვეობით იმოგზაუროთ ხელოვნების დაუვიწყარ სამყაროში.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მორიგი უნიკალური პროექტის გამოსაცემად ემზადება - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები". ამ პროექტის ანალოგი საქართველოში აქამდე არ შექმნილა და ის არამხოლოდ მსოფლიოს 12 მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ხელოვნების ნიმუშებსა თუ ისტორიულ საგანძურზე მოგვითხრობს, გვიამბობს ისტორიას, რომელიც, შესაძლოა, არც კი გსმენიათ და ამასთან, მუზეუმების საშუალებით გიყვებათ სხვადასხვა ქვეყნის მიერ განვლილ გზებზე - როგორ უვლიდნენ ისინი საკუთარ საგანძურს და რატომ წირავდნენ ადამიანები სიცოცხლეს მსოფლიო შედევრების გადასარჩენად. ასე რომ, თუ ხელოვნების ან ისტორიული საგანძურის მოყვარული ხართ, გეგმავთ მსოფლიო მუზეუმების დათვალიერებას ან ვერ ახერხებთ მოგზაურობას, მაგრამ შთამბეჭდავი ისტორიები გხიბლავთ, მოემზადეთ, თქვენ წინ არაჩვეულებრივი ისტორიები გელოდებათ. ლუვრი, პრადო, ერმიტაჟი - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც ამ სერიაში გამოვა.