loader

მძღოლების საყურადღებოდ: შსს-ს მიმართვა 1-ლი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების ახალ წესთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლების საყურადღებოდ: შსს-ს მიმართვა 1-ლი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების ახალ წესთან დაკავშირებით

ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალ წესთან დაკავშირებით შსს მძღოლებს მიმართავს - ახალი წესი 2017 წლის 1-ელ ნოემბერს ამოქმედდება. როგორც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, უპირველეს ყოვლისა, მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უწყების მომსახურების სააგენტოში მითითებული ჰქონდეთ მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი. როგორც არსოშვილმა აღნიშნა, არსებობს ასეთი პრაქტიკა და ხშირად ხდებოდა სხვადასხვა მიზეზის გამო ჯარიმის ჩაბარებისგან თავის არიდება.