#CHEF მარკეტერი: ყოფილი მოდელი ანა კოშაძე თბილისში ყველაზე გემრიელ ბლინებს ამზადებს
ჟურნალ "გემრიელიას" CHEF მარკეტერის ტრადიციად ქცეულ კულინარიულ შეჯიბრებას ლაუნჯ-რესტორანმა "აკადემიამ" უმასპინძლა. ღონისძიებაში სხვადასხვა ცნობილი კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა თავისი გემოვნებითა და ფანტაზიით მომზადებული, ლამაზად გაფორმებული და გემრიელი კრეპები შემოგვთავაზა.
ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, რომელთა შორისაც იყვნენ ლაუნჯ-რესტორან "აკადემიის" შეფმზარეული გიორგი არსანიძე, ცნობილი იტალიელი შეფმზარეული ენცო ნერი და ჟურნალ "გემრიელიას" წარმომადგენელი თამთა დადეშელი, გამარჯვება წილად ერგო კომპანია "უნიქარდის" პიარმენეჯერ ანა კოშაძეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს "CHEF მარკეტერის" ფინალურ შეჯიბრებაში.