loader

"იმედის" ახალი მეგა-შოუს წამყვანების ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედის" ახალი მეგა-შოუს წამყვანების ვინაობა ცნობილია

"იმედის" ეთერში "ნიჭიერის" შემდეგ მორიგი მეგა-შოუ იწყება.

პროექტი პოპულარული შოუს "american idol"-ის ქართული ვარიანტია, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" სახელწოდებით გავა.

გადაცემის პრომო სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა და აშკარაა, რომ მას აშკარად დიდი ინტერესით ელოდება მაყურებელი. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჟიურის და წამყვანების ვინაობა.

"რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გადაცემის წამყვანები ლიკა ქორქია და ბახვა ბრეგვაძე იქნებიან.

ლიკას და ბახვას მეგობრობის გარდა, თანამშრომლობის დიდი გამოცდილებაც აქვთ.

მეგა-შოუ "იმედის" ეთერში 27 ოქტომბრიდან დაიწყება.