loader

მსოფლიოს ყველაზე გლამურული სამეფო წყვილი, რომლის ქორწილი 8 მილიონი დოლარი დაჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს ყველაზე გლამურული სამეფო წყვილი, რომლის ქორწილი 8 მილიონი დოლარი დაჯდა

საბერძნეთისა და დანიის პრინცმა პავლოსმა და მისმა მომავავალმა მეუღლემ პრინცესა მარი-შანტალმა ერთმანეთი 1992 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს. მათ ერთმანეთი საერთო ნაცნობმა, ბანკირმა ალეკ პაპამარკუმ წარუდგინა, რომელიც მეფე კონსტანტინის (პავლოსის მამის) მეგობარი იყო და ასევე იცნობდა მარი-შანტალის მამას, რობერტ მილერს (მილიარდერი, Duty Free-ის შემქმნელი).

საბერძნეთისა და დანიის პრინცი, რომელიც 50 წლისაა, ათენში ბერძენი მეფისა და დანიის პრინცესის ოჯახში დაიბადა, მაგრამ მისი დაბადებისთანავე, საბერძნეთში მონარქია, ფაქტობრივად, გააუქმა და პატარა პრინცი ოჯახთან ერთად რომში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი ლონდონში, სადაც გაიზარდა კიდეც.

48 წლის მარი-შანტალ კლერ მილერი ლონდონში დაიბადა, 6 თვეში მისი ოჯახი ჰონგ-კონგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამისი ბიზნესს ავითარებდა. მამა - ბრიტანული წარმოშობის ამერიკელია, დედა - შანტალ პეზანტესი, ეკვადორელი ქალბატონი ესპანური და ინდიური ფესვებით. დადიოდა ჭორები, რომ ის ინკების უკანასკნელი პრინცესის შთამომავალია, მაგრამ ეს ფაქტი არასოდეს დადასტურებულა.

პავლოსი და მარი-შანტალი 1995 წლის 1 ივლისს, ლონდონის წმინდა სოფიას ტაძარში დაქორწინდნენ. ქორწილი მილერს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა, მიწვეული იყო 1400 სტუმარი. მარი-შანტალისა და პავლოსის
ქორწილში მთელი მსოფლიოს სამეფო დინასტიების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.

მილერმა დანარჩენი ორი ქალიშვილიც წარმატებით დააქორწინა: უფროსი - პია - გეტის იმპერიის მემკვიდრეზე, კრისტოფერ გეტიზე დაქორწინდა, უმცროსი - ალექსანდრა კი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ქალის - დიანა ფონ ფიურსტენბერგის ვაჟს, პრინც ალექსანდრე ფონ ფიურსტენბერგს გაჰყვა ცოლად.