loader

ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი მაროკოელ ჟურნალისტზე გათხოვდა - მომღერალმა მოითხოვა, ქორწილი ქართული ტრადიციების მიხედვით გამართულიყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი მაროკოელ ჟურნალისტზე გათხოვდა - მომღერალმა მოითხოვა, ქორწილი ქართული ტრადიციების მიხედვით გამართულიყო

გასულ შაბათს მარაკეში ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილის, ინგას გრანდიოზული ქორწილი გაიმართა.

ცნობილი გვარის 25 წლის მემკვიდრემ და 26 წლის ნური ვერგეზემ 100-ზე მეტი სტუმრის წინ ერთგულების ფიცი დადეს. პატარძალი საკურთხევლამდე მამამ მიაცილა, რომელმაც მოითხოვა, რომ ქორწილი ქართული ტრადიციების მიხედვით გამართულიყო.

დღესასწაული მარაკეში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა, სადაც ახლად დაქორწინებულების ნათესავები და მეგობრები რამდენიმე დღეს გაჩერდნენ.

ქორწილს ვალერი მელაძის სიმღერების გარეშე არ ჩაუვლია. მან ცნობილი ჰიტები შეასრულა. ცერემონიას ესწრებოდა ვალერის პირველი ცოლი ირინაც. პატარძლის მეჯვარეები კი მისი დები, 18 წლის სოფიკო და 15 წლის არინა გახდნენ.