4 ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში
Wizzair ქუთაისიდან რომის, პარიზის, პრაღის და ბარსელონის მიმართულებით იწყებს ფრენებს. პირდაპირი ავიარეისები აღნიშნულ ქალაქებში 2018 წლიდან ამოქმედდება. მომხმარებელს ბილეთების ყიდვა უნგრული ავიაკომპანიის საიტზე უკვე შეუძლია.