loader

არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი რუსთავში: 40 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონა კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი რუსთავში: 40 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონა კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა

რუსთავში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი დაახლოებით 20 საათზე დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას სადარბაზოში 40 წლამდე მამაკაცი შეხვდა. მამაკაცმა მცირეწლოვანს პირზე ხელი ააფარა და კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. "ინფო რუსთავთან" მეზობლები აცხადებენ, რომ სარდაფიდან ბავშვის ყვირილი შემოესმათ და დასახმარებლად მივიდნენ, რა დროსაც მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მოზარდის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ იყო. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით, რაც არასრულწლოვნის ცემას გულისხმობს.