ვიდეო, რომელიც ფეხბურთელ შოთა მამინაშვილის ხსოვნას ეძღვნება
„ვიტ-ჯორჯიისა“ და „ზუგდიდის“ შეხვედრამდე, საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის მატჩისწინა გახურებაზე ზუგდიდელთა მეკარე შოთა მამინაშვილმა გონება დაკარგა. ექიმებმა ერთსაათიანი მცდელობის შემდეგ 31 წლის მეკარის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მომხდარი ტრაგედიის გამო "ვიტ-ჯორჯია"-"ზუგდიდის" მატჩი ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მამინაშვილი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ მიმდინარე წელს ჩაირიცხა. იქამდე ის ბათუმის „დინამოს“, ხელვაჩაურის „მაჭახელასა“ და ქობულეთის „შუქურას“ შემადგენლობაში გამოდიოდა.