გინახავთ ოდესმე მიკრომწვანილი, რომელსაც მდოგვის, სალათის, კომბოსტოს და რუკოლას გემო აქვს?
ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მიკრომწვანილი, ისე ურბანული სათბური, რომელიც ვერტიკალურადაა მოწყობილი, სიახლეს წარმოადგენს. მისი მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებლები ცოლ-ქმარი, მარიტა გენებაშვილი და ლევან შათირიშვილი არიან.
მიკრომწვანილი ბოსტნეულია, რომელიც ვერტიკალურ ფერმაში მწვანილის სახით მოჰყავთ.
"მოგვყავს მდოგვი, რუკოლა, წითელი კომბოსტო, სალათი, ჭარხალი, ბროკოლი, ბოლოკი, წიწმატი, რომლებსაც მწვანილის ფორმა აქვს, მაგრამ როდესაც გასინჯავთ, რომელიმე ბოსტნეულის გემო აქვს. მიკრომწვანილს ამ ბოსტნეულის უფრო მკვეთრი არომატი აქვს, რადგან მთელი მიკროელემენტებით, არომატითა და ვიტამინებით სრულადაა გაჯერებული", - აღნიშნავს ფერმის მფლობელი.
ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი