ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარის" ოთხიდან სამ გოლში წვლილი დაიდო
რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "კრასნოდარი" "ტომს" ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. თუკი სლავოლიუბ მუსლინის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მცველის, გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე ამისულაშვილის ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია, ამჯერად თამაშში პირველივე წუთებიდან პირველად ჩაერთო გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ოთარ მარცვალაძე.
ოთარმა მოედანი უგოლოდ კი დატოვა, მაგრამ ის, რომ "კრასნოდარმა" მეტოქე დიდი ანგარიშით გაანადგურა, სწორედ ქართველი თავდამსხმელის დამსახურებაცაა, რომელმაც თანაგუნდელების მიერ გატანილი ოთხიდან სამ გოლში წვლილი დაიდო.
მატჩის 39-ე წუთზე ჟოაზინიომ შეხვედრის პირველი გოლის გატანა სწორედ ოთარის გარჯის შემდეგ შეძლო. მარცვალაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და მას შემდეგ, რაც "ტომის" ერთბაშად ოთხი მცველი ჩამოიცილა, "მეორე წრეზე" წასვლა გადაწყვიტა და რამდენიმე ფინტის შემდეგ კარისკენაც დაარტყა, თუმცა "ტომის" ერთ-ერთმა მცველმა ფეხის დაფარება ბოლო მომენტში მაინც მოასწრო, ბურთი კი კარგ პოზიციაში მყოფ ჟოაზინიოს მიუვიდა და ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია.
მარცვალაძემ თავი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროშიც გამოიჩინა – მისი დარტყმული მეტოქის მცველმა ხელით მოიგერია, თერთმეტმეტრიანი კი იურა მოვსესიანმა გოლად აქცია.
ორიოდე წუთის შემდეგ მარცვალაძემ უკვე რუი მიგელს გაუწია ასისტენტობა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
www.sportall.ge