loader

გურიაში ტრაილერს მოწყვეტილი მისაბმელი ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურიაში ტრაილერს მოწყვეტილი მისაბმელი ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი

გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოსწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი. გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ტრაილერს მისაბმელი მოსწყდა, რაც მსუბუქ ავტომობილს დაეცა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, კიდევ 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა.