loader

5 უბანი თბილისში, სადაც ახალი გენგეგმის დამტკიცების შემთხვევაში, უძრავი ქონება გაძვირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 უბანი თბილისში, სადაც ახალი გენგეგმის დამტკიცების შემთხვევაში, უძრავი ქონება გაძვირდება

მას შემდეგ, რაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა დასრულდა და შენიშვნებიც გამოითქვა, გეგმის ავტორები ქალაქისთვის, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მნიშვნელობის ამ დოკუმენტის თემატური განხილვებისთვის ემზადებიან.
როგორც ამბობენ, შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს, თუმცა ქალაქის განვითარების მთავარ კონცეფციას ეს არ შეხებია. შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, თბილისი სწორედ იმგვარად განვითარდება, როგორც გენგეგმის ავტორები გვთავაზობენ. რა შეიცვლება თბილისში გენერალური გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ, სად გაიზრდება და სად შემცირდება უძრავი ქონების ფასები, როგორი იქნება თბილისის უბნების პრესტიჟულობა? - ამ შეკითხვებით მივმართეთ როგორც გენგეგმის ავტორებს, ისე არქიტექტორებსა და ურბანისტებს. გასაგები მიზეზების გამო ისინი პროგნოზების გაკეთებას თავს არიდებენ, თუმცა რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რაზეც ყურადღების მიქცევა უდავოდ ღირს.

ნახეთ სტატია სრულად