პირდაპირი ჩართვა ქვემო ფონიჭალიდან, სადაც სპეცოპერაციის დროს მოქალაქესა და სამართალდამცველებს შორის შეკამათება მოხდა
ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ითხოვს, რომ დაკავებულის სახლიდან მცირეწლოვანი ბავშვები გაიყვანონ. ასევე მათი მოთხოვნაა, სახლში, სადაც სამართალდამცველები ისევ მუშაობენ, დაკავებულის მამა შეუშვან.
გარდა ამისა, მოსახლეობა სამი საათის განმავლობაში სახლში სამართალდამცველების ყოფნასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფაილ ჰუსეინოვს "რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაუდონ".
სახლში ამ დრომდე არ უშვებენ ჰუსეინოვის მამას. ისიც ეჭვობს, რომ პოლიცია მის შვილს ნარკოტიკს ჩაუდებს. მისივე თქმით, ფაილ ჰუსეინოვი წარსულში ნასამართლევი იყო, თუმცა ახლა დარწმუნებულია, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
ფონიჭალაში მორიგი სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ცოტა ხნის წინ ჩატარდა.