loader

დატოვა თუ არა თანამდებობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Gem Fest-ის წარუმატებლობის გამო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატოვა თუ არა თანამდებობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Gem Fest-ის წარუმატებლობის გამო?

ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი ჩოგოვაძე კვლავ რჩება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიით ვრცელდება. არსებული ცნობით, გიორგი ჩოგოვაძის მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, GEM Fest-ს უკავშირდება. ფესტივალი 1 900 000 ლარით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.