loader

სადაზღვევო თაღლითობის უპრეცედენტო სქემა გაშიფრულია - საქართველოში, ანაზღაურების მიღების მიზნით, ავტოავარიებს აწყობდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სადაზღვევო თაღლითობის უპრეცედენტო სქემა გაშიფრულია - საქართველოში, ანაზღაურების მიღების მიზნით, ავტოავარიებს აწყობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები - 1978 წელს დაბადებული შ.თ., 1989 წელს დაბადებული ი.წ. და 1984 წელს დაბადებული გ.ს. ამხილეს, ხოლო 1980 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს.