loader

ხანძარი გორის რაიონში - რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს მიწას ცეცხლი მოედო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი გორის რაიონში - რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს მიწას ცეცხლი მოედო

შიდა ქართლში, სოფელ შავშებთან რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს მიწის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო.
ხანძრის კერასთან ახლოს დასახლებული პუნქტია.
ცეცხლის ლოკალიზებას საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრეების რამდენიმე ჯგუფი ცდილობდა. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძრის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ავტორი: ია თინიკაშვილი