loader

როგორ შეხვდნენ სააკაშვილს ვარშავაში - "პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში დარჩენა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეხვდნენ სააკაშვილს ვარშავაში - "პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში დარჩენა"

პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში დარჩენა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა FACE2FACE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე ახლა მეგობრულ პოლონეთში ვიმყოფები. მე აქ რამდენიმნე ღონისძიებაზე დამპატიჟეს, რომელიც ვარშავის აჯანყებას უკავშირდება, პოლონეთის ისტორიის გმირულ ეპიზოდს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, მას აშშ-დან პოლონეთში გამგზავრების პრობლემა არ ჰქონია.

პოლონეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილმა ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სააკაშვილი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის. პოლონეთში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები