loader

ფრთხილად იყავით ოპერის წინ მდებარე სახლთან გავლისას - "კიდევ კარგი, ბევრი მოსიარულე არ იყო, თორემ ტრაგედია დატრიალდებოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრთხილად იყავით ოპერის წინ მდებარე სახლთან გავლისას - "კიდევ კარგი, ბევრი მოსიარულე არ იყო, თორემ ტრაგედია დატრიალდებოდა"

ალექსანდრე ჭავჭავაძის #2-ში მდებარე სახლი ავარიულია და დროდადრო შენობის ფასადის ნაწილები ცვივა. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი უამინდობის დროს საკმაოდ დიდი ნაწილები ცვივა და გამვლელებსა და იქ მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამვლელს დაეცა, თუმცა, ამას სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია.
მთაწმინდის გამგეობის განცხადებით, შენობა ავარიულია. ამიტომ გამგეობის სპეციალური ჯგუფი ეტაპობრივად მონიტორინგს ახორციელებს და საჭიროების შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოებსაც ატარებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახლი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა გამაგრებას მაინც საჭიროებს.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე, Palitravideo.ge-ს მულტიმედია ჟურნალისტი