loader

ვინ იცავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მისი მეუღლის უსაფრთხოებას თბილისში და რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იცავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მისი მეუღლის უსაფრთხოებას თბილისში და რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" მობილიზებულნი არიან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და შს სამინისტროს ქვედანაყოფები.

გარდა ქართველი სამართალდამცველებისა, ვიცე-პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ ამერიკელი სამხედროები და ამერიკის უსაფრთხოების სამსახური. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორია შს სამინისტროს სპეცტექნიკას გადაკეტილი აქვს, გადაკეტილია სასტუმროსთან დამაკავშირებელი ყველა საავტომობილო გზაც.

მაიკ პენს და მის მეუღლეს ასევე დაჰყვებათ პირადი დაცვა, რომელიც მათ უსაფრთხო გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" კი ავტოტრანსპორტით მოძრაობა მთლიანად აკრძალულია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია. ოფიციალური ვიზიტი დღეს მთავრდება.

ავტორი: ნიკა საჯაია, Palitravideo.ge